logo_geo
eng_logo
რასმუსენი: თუ რუსეთი უკრაინასთან ომს განაახლებს, მაშინ მათთვის ამის ფასი წარმოუდგენლად მაღალი იქნება
- +

11 იანვარი. 2022. 21:36

 

„თუ რუსეთი უკრაინასთან ომს განაახლებს, მაშინ მათთვის ამის ფასი წარმოუდგენლად მაღალი იქნება“,- ამის შესახებ NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

„არ მგონია, საჭირო იყოს მიმდინარე კვირას დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინის შექმნა, თუმცა იმედი მაქვს, რომ რუსეთთან დიალოგი გაგრძელდება, რადგან მათთან ძალიან ბევრი გვაქვს სასაუბრო. რუსეთმა NATO-ს საზღვრებთან სამხედროების მობილიზაციისა და სამხედრო სწავლებების გამართვის მიზეზი უნდა განმარტოს. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ გამჭვირვალობა მაღალ ხარისხში. რაც შეეხება ომის განახლებას, მე ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ შემიძლია განვაცხადო, რომ თუ რუსეთი უკრაინასთან ომს განაახლებს, მაშინ მათთვის ამის ფასი წარმოუდგენლად მაღალი იქნება. პირველ რიგში, ჩვენ უკრაინას აღმოვუჩენთ ეფექტიან სამხედრო დახმარებას, რათა მათ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიისგან თავი დაიცვან. დავაწესებთ ეფექტიან სანქციებს, რომელიც ძვირად დაუჯდება რუსულ ეკონომიკას. უკრაინაზე შეტევის განხორციელება მიგვიყვანს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებამდე. ეს ყველაფერი კი რუსეთის სურვილებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა რასმუსენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner