logo_geo
eng_logo
სასამართლომ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა
- +

11 იანვარი. 2022. 22:26

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მსჯარვდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა“, - ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩივრის განხილვა და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების შესახებ, მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდა.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევად ცნო მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროებისთვის. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ცნობილი იყო სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა) გათვალისწინებული ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახური ამავე მუხლით გათვალისწინებული ექვსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რისთვისაც მათ დაეკისრათ ჯარიმა და დაევალათ სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდებსა და ოფიციალურ ვებგვერდზე გასაჯაროებული მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების, აუდიო-ვიდეოჩანაწერის და ფოტომასალის წაშლა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 17 დეკემბერს გაასაჩივრეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner