logo_geo
eng_logo
ნატოში აშშ-ის ელჩი: ნატოს კარი ღია რჩება - არავის აქვს ამ კარის დახურვის უფლება
- +

12 იანვარი. 2022. 01:11

 

„ნატოს არცერთი წევრი რუსეთთან ალიანსის ღია კარის პოლიტიკის განხილვისთვის მზად არ არის“, - განაცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა.

 

„ნატოს კარი ღია რჩება. არავის აქვს ამ კარის დახურვის უფლება. ნებისმიერი გადაწყვეტილება გაფართოების შესახებ ალიანსსა და მოცემულ ქვეყანას შორის იქნება მიღებული“, - აღნიშნა ნატოში აშშ-ის ელჩმა.

 

10 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვენდი შერმანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთს რკინაბეტონის გარანტიები სჭირდება, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არ გახდებიან.

 

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა აღნიშნა, რომ აშშ ნატოში ახალი წევრების მიღებაზე შეზღუდვებს არ ეთანხმება.

 

„არავის მივცემთ ნატოს ღია კარის პოლიტიკის შეწყვეტის უფლებას, რომელიც ალიანსისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა ვენდი შერმანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner