logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: „ფლაი დუბაის“ -თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს რომ კომპანიამ თბილისის გარდა სხვა რეგიონებშიც შეასრულოს რეისები
- +

3 აგვისტო. 2016. 12:24


„ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც ჩვენ, თავის დროზე, არამხოლოდ გაერთიანებულ არაბთა საემიროების მოქალაქეებს მივეცით უვიზოდ შემოსვლის უფლება, არამედ იმ ხალხს, ვისაც მიღებული  აქვს იქ მაცხოვრებლის სტატუსი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

მინისტრის თქმით „ფლაი დუბაის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს რომ კომპანიამ თბილისის გარდა სხვა რეგიონებშიც შეასრულოს რეისები.

 

ჩვენი  მეზობელი ქვეყნებში,    აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში  ტურიზმის თემა საკმაოდ მზარდია ასევეა ირანშიც, რამდენიმე ასეული პროცენტია ირანიდან ტურიზმის ზრდა. კარგი მაჩვენებელი აქვს „გალფ ქანთრის" არხის ქვეყნებიდან, მათ შორის გაერთიანებული არაბთა საემირეობიდან და მიმდებარე ქვეყნებიდან ტურისტულ ნაკადებს.

 

მოლაპარაკებები მიმდინარეობს საკმაოდ დიდ კომპანია „ითთიჰადთანაც". აღმოსავლეთ ევროპა არის ძალიან საიტნერესო, იქიდანაც იზრდება ტურისტების რაოდენობა, ასევე ტურისტების რაოდენობა გვეზრდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის რუსეთი და უკრაინა",- აღნიშნა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner