logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი კონფლიქტის გზას აირჩევს, აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი საფასური დაუწესონ
- +

12 იანვარი. 2022. 02:49

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

 

„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიპლომატიის მიმართ მხარდაჭერა და რომ უკრაინის შესახებ არსებითი დისკუსიები უკრაინის გარეშე არ გაიმართება. სახელმწიფო მდივანმა გაიმეორა, რომ თუ რუსეთი კონფლიქტის გზას აირჩევს, აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი საფასური დაუწესონ, გააძლიერონ ნატოს წარმომადგენლობა მოკავშირე ქვეყნებში და გაზარდონ უკრაინის დახმარება თავდაცვით სფეროში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner