logo_geo
eng_logo
არჩილ ტყეშელაშვილი: ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისთვის, ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი
- +

12 იანვარი. 2022. 11:52

 

 

„სასამართლომ ბრალდებულების ბრალეულობა სრულად გაიზიარა. დამნაშავედ ცნო ბრალდებულები თაღლითობის ჯგუფურად და დიდი ოდენობით ჩადენაში და უბრალოდ გადააკვალიფიცირა და სხვანაირი შეფასება მისცა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდებას“, - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

„მივიღებთ ჩვენ სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს, გავეცნობით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების ნაწილში. ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისთვის, ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ“, - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.

 

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს 7 წლის ვადით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner