დღეს ბრიუსელში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა შედგება.
ჟენევიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი ბელგიაში ჩავიდა. რუსეთის დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი უხელმძღვანელებენ. შეხვედრა აშშ-სა და რუსეთს შორის 10 იანვარს, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების გაგრძელება იქნება.
NATO-რუსეთის ბოლო საბჭო 2,5 წლის წინ გაიმართა.