logo_geo
eng_logo
ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულების პროცესი იწყება
- +

12 იანვარი. 2022. 12:39

 

 

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულების პროცესი იწყება. დღეს მხარეები მოსამართლეს მტკიცებულებებს წარუდგენენ. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გირაოთი ითხოვს.

 

საქმეზე დაკავებულია ბინის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვი და მის მიერ დაქირავებული მუშები - მამა-შვილი სურმანიძეები. როგორც სურმანიძეების ადვოკატმა განმარტა, ექსპერტის დასკვნით, კორპუსი ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლის გამოღებამ​ გამოიწვია, თუმცა პასუხისმგებელი მხოლოდ მეპატრონეა.

 

სურმანიძეების ოჯახის წევრები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მეპატრონის მითითებით მიმდინარეობდა.

 

სასამართლოსთან იმყოფებიან გარდაცვლილების ოჯახის წევრებიც. ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

 

8 ოქტომბერს, ბათუმში, კორპუსის ნგრევის შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 - არასრულწლოვანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner