logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: დაიმსხვრა რადიკალთა კიდევ ერთი მითი იმის შესახებ, რომ მართლმსაჯულება „მიტაცებულია“
- +

12 იანვარი. 2022. 12:46

 

 

„დაიმსხვრა რადიკალთა კიდევ ერთი მითი იმის შესახებ, რომ მართლმსაჯულება „მიტაცებულია“, - ანალიტიკოსი გია აბაშიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

მისი თქმით, „პოლიტიკურად მოტივირებულ“ საქმეებზე უშინაარსო საუბარი კვლავაც ორღობის ჭორების დონეზე რჩება.

 

„დაიმსხვრა რადიკალთა კიდევ ერთი მითი იმის შესახებ, რომ მართლმსაჯულება „მიტაცებულია“ სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა. სახელმწიფო ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და წერეთელს ფულის გათეთრებას ედავებოდა. თუმცა, სასამართლომ მათი ქმედება თაღლითობად შეაფასა. მართალია სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი დამნაშავედ ცნო, მიუსაჯა რა 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ამ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. „პოლიტიკურად მოტივირებულ“ საქმეებზე უშინაარსო საუბარი კვლავაც ორღობის ჭორების დონეზე რჩება“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ის გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner