logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: 800 000 ლარი რომ დაუდეკლარირებელი გედო HCBS ბანკში, საიდან მოიტანე და როგორ მოიპოვე?
- +

12 იანვარი. 2022. 12:47

 

 

„800 000 ლარი რომ დაუდეკლარირებელი გედო HCBS ბანკში, საიდან მოიტანე და როგორ მოიპოვე?“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე დავით ბაქრაძის შეფასებას ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთელისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე..

 

„ოცნება“, შენ რა გითხარი, ეს რომ ბევრს ტლიკინებს! 800 000 ლარი რომ დაუდეკლარირებელი გედო HCBS ბანკში, საიდან მოიტანე და როგორ მოიპოვე? პროკურატურაში რომ ეგდე და იხვეწებოდი, დამნაშავე ვარ, არ დამიჭიროთო, დაგავიწყდა?!“- წერს ქადაგიძე.

 

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს 7 წლის ვადით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner