„არ გამოვრიცხავ - ბევრს ჩაუვარდა დღეს კოვზი ნაცარში. სრულიად „გაერთიანებული“ ოპოზიცია ელოდებოდა დღეს თაღლითი ბანკირების დაჭერას. ამაზე ჰქონდათ უკვე აგებული მომდევნო, დღემდე „არნახული“ საპროტესტო ტალღების აგორება“, - ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხაზარაძე-ჯაფარიძის-წერეთლის საქმის შესახებ.
როგორც ქართველიშვილი წერს, დღევანდელმა სასამართლოს გადაწყვეტილებამ ოპოზიციის გეგმები მთლიანად შეცვალა.
„აღარ იშიმშილებს ხაზარაძე. ვეღარ. ხანდაზმული თაღლითი ყოფილა. ვადაგასული. რომ გითხრათ, დიდად მანაღვლებდა წარსულში ფინანსური მაქინაციებით დაკავებული ბანკირის დაჭერა - მოგატყუებთ. ოპერის წინ სარაჯიშვილი დავაკავეთო, მღეროდა - ხომ გახსოვთ? აი, იმ მიზანსცენის განმეორება ვიხილეთ დღეს სასამართლოს შენობასთან. არ გამოვრიცხავ - ბევრს ჩაუვარდა დღეს კოვზი ნაცარში. სრულიად „გაერთიანებული“ ოპოზიცია ელოდებოდა დღეს თაღლითი ბანკირების დაჭერას. ამაზე ჰქონდათ უკვე აგებული მომდევნო, დღემდე „არნახული“ საპროტესტო ტალღების აგორება. გვარამიას მიერ, „სააკაშვილის“ დაწერილი მორიგი ეპისტოლეც ვერ გამოქვეყნდება დღეს ბელადის ფეისბუქზე. „ლელოელებიც“ გადადებენ სამგლოვიარო პოლიტიკური ეპილაციის სეანსებს. ამ დღეებში ევროპაში მიმდინარე ნატო-რუსეთის, საჩვენოდ შესაძლო წარუმატებელი სამიტიც - ჩვენ აღარ დაგვბრალდება, იმედია: აი! რა დროს თქვენი ნატოა, პოლიტიკოსებით ციხეებს „ავსებთ“! კი ბატონო, დღეს საქართველოში სათქვენო „დემოკრატიამ“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. ჩვენი ზეიმიც არ გამოგვაპაროთ, თქვენი იმედი გვაქვს, ხომ იცით?“ - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.