logo_geo
eng_logo
ბრიუსელში, NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა დაიწყო
- +

12 იანვარი. 2022. 14:19

 

 

ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა დაიწყო.

 

„NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ეს კრიტიკულ მომენტში ევროპის უსაფრთხოებისთვის დიალოგის დროული შესაძლებლობაა. როდესაც დაძაბულობა მაღალია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ერთ მაგიდასთან დავსხდეთ და ჩვენი შეშფოთებები განვიხილოთ“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

 

NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის ფარგლებში, მხარეები ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, უკრაინაში და მის ირგვლივ განვითარებულ ვითარებასა და სამხედრო საქმიანობასთან, ურთიერთგამჭვირვალობასა და რისკის შემცირებასთან დაკავშირებული საკითხებს განიხილავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner