logo_geo
eng_logo
ვალერი ასათიანი: ლადო ასათიანი იმსახურებს, რომ განსასვენებელი პოვოს მთაწმინდის პანთეონში
- +

7 მარტი. 2016. 16:47


2017 წელს საქარველო ლადო ასათიანს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. პოეტის იუბილესთან დაკავშირებით, მისი ხსოვნის პატივსაცემად, „კულტურათა დიალოგი - XXI"-ის ხელმძღვანელი, პროფესორი ვალერი ასათიანი ითხოვს, რომ ლადო ასათიანის ნეშტი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენონ. ამის შესახებ ვალერი ასათიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება და ხელისუფლება ამ იდეას მხარს დაუჭერენ.


„ლადო ასათიანის პოეზია ათეული წლების მანძილზე გავრცელებულია ხალხში, საზოგადოებამ შეიყვარა და იგი ჭეშმარიტ სახალხო პოეტად იქცა, იმსახურებს, რომ მეტი პატივი მიაგონ და ლადო ასათიანმა თავისი განსასვენებელი პოვოს მთაწმინდის პანთეონში. ეს აზრი სხვადასხვა დროს არაერთმა მოღვაწემ გამოთქვა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ წინადადებას საზოგადოება, კულტურის სამინისტრო და ყველა დაწესებულება, რომელსაც ეს საკითხი ეხება, გამოეხმაურება და სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ვალერი ასათიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner