logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი ენმ-ზე: ოცი წლის განმავლობაში ჯერ ხელისუფლებას, ხოლო შემდგომ - ოპოზიციას დიქტატორზე მორგებული ორგანიზაცია მართავდა
- +

12 იანვარი. 2022. 14:36

 

 

„ოცი წლის განმავლობაში პარტია მხოლოდ სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმის საყრდენს და დანაშაულებრივი რეჟიმის „გამპრავებელ“ პოლიტიკურ რგოლს წარმოადგენდა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნიკანორ მელიას „ნეტგაზეტისთვის“ მიცემულ ინტერვიუს.

 

როგორც ქართველიშვილი წერს, მელიამ აღიარა რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, სტრუქტურულად გაუმართავი პარტია იყო, რომელსაც არ ჰყავდა აღმასრულებელი რგოლი, გენერალური მდივანი.

 

„წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისი დაარსებიდან 21 წელიწადი უსრულდება - ე.წ. „очко“. ქართულ პოლიტიკაში ამ პარტიის რეალურ როლზე, ადგილზე, დანიშნულებაზე, პირველად ღიად და დაწვრილებით - გუშინ ნიკანორ მელიამ გვიამბო. მან ფაქტობრივად აღიარა, რომ ოცი წლის განმავლობაში პარტია მხოლოდ სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმის საყრდენს და დანაშაულებრივი რეჟიმის „გამპრავებელ“ პოლიტიკურ რგოლს წარმოადგენდა. სხვანაირად როგორ გავიგოთ, ქვეყანაში ნომერ მეორე, ოცწლიანი ისტორიის მქონე პარტიაზე, მისი თავმჯდომარის მიერ შემდეგი ტიპის აღიარება: პარტიას დღემდე არ გააჩნია სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. პარტიას არ ჰყავს გენერალური მდივანი. პარტიას არ ჰყავს საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი. პარტიას დღემდე არ ჰყავს დაკომპლექტებული რეგიონული ორგანიზაციები. პარტიას არ ჰყავს ახალგაზრდული ფრთა. პარტიის ლოგისტიკა თავიდან ბოლომდე ჩამონგრეულია.

 

გაუგებარია, პარტია როგორ მივიდა დღევანდელობამდე. პარტიის პოლიტსაბჭო იყო მკვდრადშობილი ორგანო. პარტია მშენებლობის პროცესს ახლა იწყებს. მეტი რა აღიარება უნდა გაეკეთებინა ნიკანორ მელიას? ოცი წლის განმავლობაში ჯერ ქვეყნის ხელისუფლებას, ხოლო შემდგომ - ქვეყნის ოპოზიციას არა პოლიტიკური პარტია, ამ მცნების კლასიკური, დემოკრატიული, სტრუქტურული გაგებით, არამედ ავტოკრატსა და დიქტატორზე მორგებული სექტანტური ტიპის ორგანიზაცია მართავდა, რომელიც მხოლოდ ახლა, „очко“-ს წელიწადში პარტიის მშენებლობის პროცესს იწყებს“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner