„პატიმრობაში მყოფი წამებული გმირების მანტიის ნაცვლად შერჩათ „თაღლითის“ მანტია“, - ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სოციალურ ქსელში წერს.
„სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე, მგონი თავად ბრალდებულებიც არ ელოდნენ. პატიმრობაში მყოფი წამებული გმირების მანტიის ნაცვლად შერჩათ „თაღლითის“ მანტია. დასავლურ სოციუმში კი, ფინანსურ სექტორზე რომ არაფერი ვთქვათ, ასეთი კატეგორიის ხალხს, უბრალოდ, ხელსაც კი არ ართმევენ“, - წერს ანჯაფარიძე facebook-ზე.