logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: დღეს ჩხოროწყუში გახარიების და „ნაცების“ მორიგი ალიანსი დადასტურდა!
- +

12 იანვარი. 2022. 14:52

 

 

„აი, „ნაცებს“ რომ ეძახი ამ ახლად შობილ გახარიებს, გულზე ხვდებათ“, - ექსპერტი ირაკლი ლატარია ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დავით შენგელიას არჩევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

როგორც ლატარია წერს, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გახარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობა.

 

„დღეს ჩხოროწყუში გახარიების და „ნაცების“ მორიგი ალიანსი დადასტურდა! „ნაცების“ სრული მხარდაჭერით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ეს ვინმე აირჩიეს. ჰოდა, აი, ნაცებს რომ ეძახი ამ ახლად შობილ გახარიებს, გულზე ხვდებათ. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!“ - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner