კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. ვაქცინაციის მსურველები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე სამი სახის ვაქცინით სურვილისდა მიხედვით იცრებიან.
მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ვაქცინაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს სოფლებშიც.
ორი დღის განმავლობაში სოფელ ლამისყანის და კავთისხევის სასოფლო ამბულატორიებში მეორე დოზით 70 მოქალაქე აიცრა.
გაზრდილია მომართვიანობის რიცხვი, ეს კი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობა და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობაა.