logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: რუსეთი უკრაინაში სამ ფუნდამენტურ პრინციპს არღვევს, როგორც ეს უკვე საქართველოში გააკეთა
- +

12 იანვარი. 2022. 16:54

 

 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხეების ფონზე, ევროკავშირი მტკიცე და ერთიანი უნდა იყოს.

 

„რუსეთის ხელისუფლების ამბიციაა, ცივი ომის შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ და უსაფრთხოების წესრიგს გამოწვევა შეუქმნას. არსებობს სამი პრინციპი, რომელსაც რუსეთი ადრე დაეთანხმა და ახლა ეჭვქვეშ აყენებს. პირველი არის თითოეული სახელმწიფოს უფლება, სურთ თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, შეთანხმებასა თუ ალიანსში ყოფნა, როგორც ეს პარიზის ქარტიით არის განსაზღვრული. ამ ფუნდამენტური პრინციპის ეჭვქვეშ დაყენებით მოსკოვი მოქმედებს, როგორც რევიზიონისტული ძალა. რუსეთის გადმოსახედიდან, ეს აკრძალვა ეხება არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, როგორიცაა შვედეთი ან ფინეთი. მეორე და მესამე არის ძალის გამოუყენებლობა და ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა“, - აღნიშნავს ჟოზეფ ბორელი.

 

მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში ამ სამ ფუნდამენტურ პრინციპს არღვევს, როგორც ეს უკვე საქართველოში გააკეთა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner