logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობას“ ვურჩევ, ლიდერის გათავისუფლებაზე ოცნებას, „შავი სიების“ წერასა და დესტრუქციაზე ფიქრს შეეშვან
- +

12 იანვარი. 2022. 17:57

 

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევ, ლიდერის [მიხეილ სააკაშვილი] გათავისუფლებაზე ოცნებას, „შავი სიების“ წერასა და დესტრუქციაზე ფიქრს შეეშვან - ეს უკეთესი იქნება პირადად მათთვის, ხოლო ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ ისინი პოლიტიკას ჩამოშორდებიან,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„შევეჩვიე იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვირაში ერთხელ თავის გადაწყვეტილებას ცვლის. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ წინადადება ეთქვათ და არ შეეცვალათ. ასე მოხდა პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებითაც. პარლამენტში „ნაცები“ იყვნენ და დავინახეთ, რომ ვერაფერს აკეთებდნენ. ერთადერთი, რაც გაკეთეს, ეს იყო ხმაური. სრულფასოვან მუშაობას სჭირდება შესაბამისი ინტელექტი, ცოდნა, რაც სამწუხაროდ ჩვენს ოპონენტებს არ აქვთ. მათ ეს დაამტკიცეს ყოველ ჯერზე, როცა პარლამენტში შემოვიდნენ. არ მახსოვს მათი წამოყენებული არცერთი წინადადება. ვურჩევ მათ, რომ შეუდგნენ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას თუ ამის ინტელექტი და მორალური ძალა ჯერ კიდევ შერჩათ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტია სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობით უნდა დაკავდეს და მხოლოდ საგამოძიებო კომისიით არ შემოიფარგლოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner