Black Sea Arena-ზე ვანესა-მეის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 6 აგვისტოს თბილისიდან დამატებითი (#856/855) მატარებელი დაინიშნა.
„4-ვაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა ორივე მიმართულებით გადაიყვანს მგზავრებს. თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან მატარებელი 10:25 საათზე გავა და ურეკში 14:51 საათზე ჩავა. 7 აგვისტოს, 02:00 საათზე, ურეკიდან გამოვა და ქ. თბილისში 06:20 ჩამოვა. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ. „საქართველოს რკინიგზა" ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ", - ნათქვამია სს „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.