logo_geo
eng_logo
ვანესა-მეის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი დაინიშნა
- +

3 აგვისტო. 2016. 12:52


Black Sea Arena-ზე ვანესა-მეის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 6 აგვისტოს თბილისიდან დამატებითი (#856/855) მატარებელი დაინიშნა. 

„4-ვაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა ორივე მიმართულებით გადაიყვანს მგზავრებს. თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან მატარებელი 10:25 საათზე გავა და ურეკში 14:51 საათზე ჩავა. 7 აგვისტოს, 02:00 საათზე, ურეკიდან გამოვა და . თბილისში 06:20 ჩამოვა. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ. „საქართველოს რკინიგზა" ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ", - ნათქვამია სსსაქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner