logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები ამოქმედდება
- +

3 აგვისტო. 2016. 13:20


ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გარკვეული რეფორმების შედეგად, სააფთიაქო ნარკომანიას, ე.წ. „კრაკადილს, ჯებს და ვინტს", სერიოზული დარტყმა მიადგა, შემთხვევები შემცირებულია 95%-ით, თუმცა, პრობლემურად რჩება ტაბლეტირებული ფორმების არამიზნობრივი გამოყენება და რიგი აფთიაქების მიერ არაკანონიერი გაცემა.

ასევე სერგეენკომ აღნიშნა, რომ ფსიქოტროპულ აფთიაქზე ვერ აიღებს საქმიანობის ნებართვას ისეთი იურიდიული /ფიზიკური პირი, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის ნასამართლეობა ან ბიუჯეტის წინაშე დავალიანება აქვს.



„მიუხედავად იმისა, რომ კანონი ცალსახად ამბობს, რომ ასეთი ტიპის მედიკამენტები უნდა გასცეს ფარმაცევტმა, არ ხდებოდა რიგ შემთხვევაში ამ პირობის დაცვა. არსებული ადმინისტრაციული ინსტრუმენტები მოიაზრებდა მხოლოდ ჯარიმებს, რომელსაც ნაწილობრივ იხდიდნენ აფთიაქები, ან არ იხდიდნენ და იგივე მისამართზე პრაქტიკულად დაუყოვნებლივ აფუძნებდნენ ახალ შპს-ს და არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ იყო. ამ ტენდენციამ მიიღო საგანგაშო მიმდინარეობა და დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული იქნა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც არსებულ პასუხისმგებელ ფარმაცევტს ექნება მოვალეობაა, რომ გააკონტროლოს ეს პროცესი. მას არ ჰქონდა გაწერილი არანაირი ვალდებულება ამ პირობის დარღვევის გამო, ეს ვალდებულებები მას მიენიჭება. ახალი დადგენილება 24 საათში შევა ძალაში. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი სააფთიაქო ნარკომანიის, ამ ტიპის ტაბლეტირებული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ჩვენ შემდგომი ნაბიჯები გვაქვს მოაზრებული. ზეგიდან, დაიწყება ძალიან ინტენსიური მონიტორინგი და ვფიქრობ, საზოგადოებას ექნება საშუალება, ჩაერთოს ამ პროცესში და გაეცნოს ამ რეფორმის ეფექტურობას. არანაირი კრიტერიუმი არ არსებობდა ახალი შპს-ს დამფუძნებლის მიმართ, ეს შეიძლება ყოფილიყო ნასამართლევი ადამიანი, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების მქონე იურიდიული პირი, მას არანაირად არ ეზღუდებოდა, იგივე მისამართზე დაუყოვნებლივ გაეგრძელებინა საქმიანობა, ერთი შეზრუდვა იქნება, რომ ახალ ფსიქოტროპულ აფთიაქზე ვერ აიღებს საქმიანობის ნებართვას ისეთი იურიდიული /ფიზიკური პირი, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, ნასამართლეობა ან ბიუჯეტის წინაშე დავალიანება აქვს",- აღნიშნა სერგეენკომ.


დავით სერგეენკოს განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტები უნდა გასცეს მხოლოდ სპეციალისტმა, კერძოდ, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულმა ფარმაცევტმა.


„არანაირად ეს პირობა დაცული არ იყო და მიუხედავად იმისა, რომ სანებართვო პირობებში ეწერათ, რომ პასუხისმგებელი ფარმაცევტი უნდა ყოფილიყო რა უნდა გაეკეთებინა ამ ადამიანს, გაწერილი არ იყო, ეს გაიწერა და ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა რეესტრი ფარმაცევტების, რომელსაც პირველივე დარღვევაზე, რომელსაც ჩვენი მონიტორინგი ნახავს, აეკრძალება პროფესიული საქმიანობა 3 წლის განმავლობაში. შემდომი ორი ნაბიჯი უკვე საკანონმდებლო ცვლილებები იქნება, მონახაზი გვაქვს და შემოდგომაზე მოგვეცემა ამის რეალიზაციის შესაძლებლობა",-განაცხადა სერგეენკომ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner