ზურაბ ქადაგიძე: აუცილებელია მიეწოდოს გაეროს ინფორმაცია, რომ „ნაცები“ სწორედ მათ კარვებში „შიმშილობდნენ“ და თან ისე, რომ გაეროსგან არანაირი უფლება არ მიუღიათ!
-
+
12 იანვარი. 2022. 22:59
„ამ ორგანიზაციის ატრიბუტიკის გამოყენებას სპეციალური ნებართვა უნდა და იმედს ვიტოვებ, რომ ნაცების უმსგავსობაზეც მოახდენს გაერო რეაგირებას!” - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე და აზიარებს ინფორმაციას, სადაც გაერო ყაზახეთს ცისფერი ჩაფხუტების უნებართვო გამოყენებისათვის აკრიტიკებს.
როგორც ქადაგიძე წერს, „ნაციონალური მოძრაობა“ გაეროს კარვებში შიმშილობდა და მათ გაეროსგან ამის ნებართვა არ ჰქონიათ.
„გაერო აღშფოთებულია და მწვავედ აკრიტიკებს ყაზახებს, რადგან ადგილობრივი სამხედროები სწორედ ცისფერი ჩაფხუტებით გადაადგილდებოდნენ, რისი ნებართვაც მათ არ ჰქონდათ. აუცილებელია მიეწოდოს გაეროს ინფორმაცია, რომ ნაცები სწორედ მათ კარვებში „შიმშილობდნენ“ და თან ისე, რომ გაეროსგან არანაირი უფლება არ მიუღიათ! ამ ორგანიზაციის ატრიბუტიკის გამოყენებას სპეციალური ნებართვა უნდა და იმედს ვიტოვებ, რომ ნაცების უმსგავსობაზეც მოახდენს გაერო რეაგირებას!” - წერს ზურაბ ქადაგიძე.