ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე „დელტა“ შტამი, თუმცა ის საშიშ ვირუსად რჩება, განსაკუთრებით არავაქცინირებულებისთვის.
მისი თქმით, 90-ზე მეტმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაცია, ხოლო აფრიკაში, მოსახლეობის 85%-ზე მეტს ჯერ არ მიუღია ვაქცინის თუნდაც ერთი დოზა.
„ამ ვირუსს თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიოში ამდენი ადამიანი არავაქცინირებული რჩება“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.