logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა რუსეთს მკაფიოდ განუცხადეს, რომ უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში მისი სამხედრო აქტიურობა მიუღებელია
- +

13 იანვარი. 2022. 01:28

 

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა რუსეთს მკაფიოდ განუცხადეს, რომ უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში მისი სამხედრო აქტიურობა მიუღებელია.

 

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიასა და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს. უკრაინაში სამხედრო შეჭრა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა იქნება, რომელიც რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ერთადერთი გზა დეესკალაცია და მნიშვნელოვან დისკუსიებში ჩართვაა.

 

„დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში და ჩვენ ვეწინააღმდეგებით კრემლის მუქარის შემცველ ქცევას“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner