logo_geo
eng_logo
უკრაინაში აშშ-ის საელჩო: სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს კვლავ ურჩევს, რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეების გამო, უკრაინაში გამგზავრების გეგმებს გადახედონ
- +

13 იანვარი. 2022. 01:49

 

 

„სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს კვლავ ურჩევს, რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეების გამო, უკრაინაში გამგზავრების გეგმებს გადახედონ“, - განცხადებას ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

 

„უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობების შესახებ შემაშფოთებელი ცნობების მიღება გრძელდება და აშშ-ის მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ უსაფრთხოების პირობები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეიძლება შეიცვალოს. უკრაინაში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსეთის სამხედრო ქმედება უკრაინაში ნებისმიერ ადგილას სერიოზულ გავლენას მოახდენს აშშ-ის საელჩოს შესაძლებლობაზე, უზრუნველყოს საკონსულო მომსახურება, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების დახმარება ქვეყნიდან გამგზავრებისას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner