logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: ნუკრი გელაშვილთან ერთად განვახორციელე საპატრულო პოლიციის რეფორმა, რომლითაც ორივე ვამაყობთ
- +

3 აგვისტო. 2016. 13:23


თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ლევან იზორიამ ახალი მოადგილეები დაასახელა. მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი იქნება, რომელსაც უსაფრთოხების სფეროში 18-წლიანი გამოცდილება აქვს, არის ყოფილი სამხედრო ატაშე ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში, სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.

როგორც იზორიამ აღნიშნა, სასაზღვრო პოლიციაში მუშაობის დროს ჩიქოვანის სახელს უკავშირდება არაერთი რეფორმა.

ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა შსს-ს ადმინისტრაციას, ბოლო ერთი წელი იყოს სუს-ის ადმინისტრაციის უფროსიც.

მინისტრის მეორე მოადგილე ნუკრი გელაშვილი იქნება, რომელიც შსს-ს აკადემიის ყოფილი რექტორია.

„ნუკრი გელაშვილი ჩემი დოქტორანტი იყო. ერთად განვახორციელეთ საპატრულო პოლიციის რეფორმა და ორივე ვამაყობთ ამით", - აღნიშნა ლევან იზორიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner