logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: პროკურატურა ატარებს გამოძიებას და ამ გამოძიების შედეგად ყველა კითხვა იქნება პასუხგაცემული
- +

3 აგვისტო. 2016. 13:23


თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით საქმე ეხებოდა არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას, არამედ სარეჟიმო წესების დარღვევას. 


მინისტრის თქმით, უწყებამ პროკურატურას საქმეზე არსებული ყველა მასალა უკვე გადაუგზავნა და გამოძიებაც მიმდინარეობს.



ბუნებრივია, პროკურატურისგან მიიღებთ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა წითელაშვილს უფლება იქ შესვლის, გენშტაბის ხელმძღვანელმა ამაზე კომენტარი გააკეთა. მეც ვიყავი დაინტერესებული ამ თემით და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აქ საქმე ეხებოდა სარეჟიმო წესების დარღვევას და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას. მიუკერძოებელი სტრუქტურა, პროკურატურა ატარებს გამოძიებას და ამ გამოძიების შედეგად ყველა კითხვა იქნება პასუხგაცემული", - განაცხადა ლევან იზორიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner