logo_geo
eng_logo
საფრანგეთში მასწავლებლების გაფიცვა იწყება
- +

13 იანვარი. 2022. 15:08

 

 

დღეს საფრანგეთში მასწავლებელთა ეროვნული გაფიცვა იწყება. ინფორმაციას Еuronews ავრცელებს.

 

მათი თქმით, პედაგოგები მუდმივად ცვალებადი ანტიკოვიდური რეგულაციებით დაიღალნენ.

 

პოტენციური ინფიცირების გამო ტესტირებისა და იზოლაციის უამრავი მოთხოვნები სასწავლო პროცესს უშლის ხელს და მასში ქაოსი შეაქვს.

 

პედაგოგები აცხადებენ, რომ მსგავს პირობებში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ. ისინი უფრო უსაფრთხო პირბადეებსა და საკლასო ოთახებში ვენტილაციის დონის შესამოწმებლად მონიტორებს ითხოვენ.

 

"მოსწავლეები ნორმალურად ვერ სწავლობენ, მათი რიცხვი კლასში მუდმივად იცვლება და განათლების ჰიბრიდული ფორმა, დისტანციურიდან ოფლაინზე გადასვლა, შეუძლებელია“, - აცხადებენ პროფკავშირები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner