logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: მეეჭვება, ბურჭულაძის პარტიამ ისეთივე წარმატებით დაასრულოს, როგორც დაიწყო
- +

3 აგვისტო. 2016. 13:25


"ქართული ოცნება" როდესაც ებრძვის ნაციონალებს, იგი ასევე ბრძოლის ფრონტს შლის პაატა ბურჭულაძესთან", - ამის შესახებ ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ასევე საყვარელიძემ აღნიშნა, რომ პარტიას "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის" გაუჭირდება ბრძოლის ისეთივე წარმატებით დასრულება, როგორც დაიწყო.


„პაატა ბურჭულაძის პარტიამ ძალიან ადრე აიხადა ნიღაბი და ფაქტობრივად განაცხადა, რომ ის არის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მხარდამჭერი. ბურჭულაძის პარტიამ, დიდი პროცენტი რომ აიღოს, პარლამენტში ერთმანეთს შეეკვრებიან "ნაციონალური მოძრაობა" და ბურჭულაძის პარტია.

როდესაც "ქართული ოცნება" ებრძვის ნაციონალებს, იგი ასევე ბრძოლის ფრონტს შლის პაატა ბურჭულაძესთან, რადგან ეს ერთი და იგივეა. ამ ბრძოლას გაუძლებს თუ არა ბურჭულაძის პარტია, არ ვიცი. "ნაციონალები" გამოცდილები არიან - ტრაქტორმა რომ გადაუაროს, მაინც წამოდგებიან, პაატა ბურჭულაძის პარტიას ასეთი გამოცდილება აკლია. ამიტომ მეეჭვება, რომ ბურჭულაძის პარტიამ ისეთივე წარმატებით დაასრულოს, როგორც დაიწყო",- განაცხადა საყვარელიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner