logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: სააკაშვილი პირდაპირ ამბობს - „მე არაფერში არ მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში, მე არ მჭირდება ტილიანი საქართველო“
- +

13 იანვარი. 2022. 15:33

 

 

„შესაბამისი დარგის სპეციალისტებისთვის მიხეილ სააკაშვილი როგორც საკვლევი მასალა იდეალურია“, - ასე აფასებს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოსვლას.

 

როგორც მეგრელიშვილი წერს, სააკაშვილს თანმიმდევრულობა დაკარგული აქვს.

 

„შესაბამისი დარგის სპეციალისტებისთვის მიხეილ სააკაშვილი, როგორც საკვლევი მასალა, იდეალურია. მის გამოსვლაში დაკარგულია თანმიმდევრულობა, არეულია შინაარსობრივი კონტექსტი. ხან აქაა და ხან იქ! თავდაპირველად პროცესზე ქართულად საუბარს გვამადლიდა, ახლა პირდაპირ ამბობს - „მე არაფერში არ მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში, მე არ მჭირდება ტილიანი საქართველო“. აშკარად ხან აქაა და ხან იქ!!!“ - წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner