logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია: არ გამკვირვებია მიშასგან ეს მონაროში, კაცი ხუნტის წარმომადგენელი იყო კიევში
- +

13 იანვარი. 2022. 16:19

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესს ეხმიანება.

 

„არ გამკვირვებია მიშასგან ეს მონაროში, კაცი ხუნტის წარმომადგენელი იყო კიევში, ეგრე წარუდგინა თავი ჟურნალისტს, მარია გრაჩიკს და შესაბამისად, რუსული ხუნტის ნარატივის თანახმად, ზვიადმა, კანონიერმა პრეზიდენტმა, უკანონოდ გადმოლახა საზღვარი. როგორც ჩემი საყვარელი კახელები იტყვიან, სად ერეკლეო..

 

P.S. ისე, ჩამოყალიბდი - ყაზახი პოლიტიკოსი ხარ, უკრაინელი თუ ქართველი. ზვიადი იძახდა, ის ზვიადი, შენ რომ კავკასიელ ჰუსეინს უწოდებდი, რომ ვინც ეცდება, სადმე გადაკეთდესო, იქაური ვერ გახდება და ქართველობასაც დაკარგავსო. ცნობისათვის, ისე, რომ იცოდე...“, - წერს გიორგი გამსახურდია Twitter-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner