logo_geo
eng_logo
აუქციონზე ყველაზე ძვირად შეფასებული ნივთები
- +

3 აგვისტო. 2016. 13:47

მოგეხსენებათ, რომ მდიდარ კოლექციონერებს აუქციონებზე ძალიან დიდი თანხის შოვნა შეუძლიათ. ჩვენ ხელთ ვიგდეთ მათი გამანადგურებელი ჩანაწერები და გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე ძვირად შეფასებულ ნივთებს, რომლებიც უკვე გაყიდულია. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი აქვეყნებს.

პაბლო პიკასოს მიერ 1955 წელს შესრულებული ფერწერა Les femmes d'Alger (პირველი ვერსია), 179.365.000 დოლარად გაიყიდა ნიუ-იორკში ,,კრისტის აუქციონის სახლში“ 2015 წელს. სწორედ აქ დამყარდა ყველაზე ძვირად შეფასებული ხელოვნების ნიმუშის აუქციონზე გაყიდვის რეკორდი.

„Blue Moon Diamond“, სენსაციური 12:03 კარატიანი ქვა, რომელიც  48,5 მილიონ დოლარად გაიყიდა, სოტბის, ჟენევაში გამართულ აუქციონზე 2015 წლის ნოემბერში.

ქვის შეიძინა ჰონკონგელმა  მილიარდერმა ჯოზეფ ლაუმ, თავისი ქალიშვილისთვის.

 

 

კაბა, რომელიც მერლინ მონროს პრეზიდენტის დაბადების დღისადმი მიძღვნილ სიმღერისას ეცვა 1642 წელს. ამავე თემაზე,  ჯო დიმაგიო მერლინ მონროს სიყვარულო  წერილსაც ყიდის  78,000 დოლარად.

კენედის 45- დაბადების დღე იყო დღესასწაული, როდესაც მერლინი ბოლოჯერ გამოცნდა საჯაროდ. მსახიობი იმავე წლის აგვისტოში გარდაიცვალა.  მისი ნივთები კი მსოფლიოს კოლექციონერებს ჩაუვარდათ ხელში.

აღნიშნული კაბა   1.267.500  დოლარად 1999 წელს გაიყიდა.

 

 

 

შეიძლება ეს ბუშტისგან გაკეთებული ძაღლი ამ მოედნის მცველს გავს, მაგრამ ჯეფფ კონის ამ შედევრის ფასი, საკმაოდ, გაიზარდა. 2013 წლის აუქციონზე მისმა ფასმა 58.405.000 დოლარს მიაღწია.

პლაკატების გამო ჩვეულებრივ, სატენდერო ომი არ ხდება ხოლმე, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში  .. მშვიდობის საწოლი, კრისტის აუქციონზე 154,628 დოლარად გაიყიდა 

რაც შეეხება აღნიშნულ ნივთს, იგი  ჯონ ლენონმა თავის ცოლთან ერთად მშვიდობის თემაზე შექმნა, როგორც გზავნილი პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებთან,ვიეტნამის ომის დროს 1969 წელს.

ასევე იყიდება ჯონ ლენონის გიტარაც, რომელიც 800,000 დოლარადაა შეფასებული.

 

მას შემდეგ, რაც 1933 წელს ოქროს მონეტა ჩამოისხა,  არწივით ორივე მხარეს,გახდა ისტორიის ნაწილი და ასევე, ბევრი ფილმის გადაღების მიზეზიც.

ეს მონეტა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოისხა. იგი მოიპარეს და აღმოჩნდა ეგვიპტეში, სადაც ორჯერ თითქმის გაანადგურა ხანძარმა.

მისი ღირებულება 1933 20 დოლარი იყო, მაგრამ 2002  წელს გამართულ სოტბის აუქციონზე 7.6 დოლარად გაიყიდა.

 

 

1962-1963 წელს დამზადებული ფერარი  250 GTO Berlinetta 2014 წელს  38.000.000 დოლარად  გაიყიდა და მოხსნა ყველაზე ძვირადღირებული მანქანის რეკორდი. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner