logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: სირცხვილია, რომ ეს კაცი პრეზიდენტი იყო, მომხრეები ჰყავს და მეორე პოლიტიკურ ძალად ითვლებიან
- +

13 იანვარი. 2022. 17:40

 

 

„ნამდვილად არ მომისმენია მისი სასამართლო პროცესისთვის. დიდი ქართველი პოეტის დაკრძალვაზე ვიყავი და რასაც ახლა ინტერნეტში ვხედავ, უბედურებაა“, - ასე აფასებს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას.

 

როგორც გაბრიჭიძე წერს, სააკაშვილის სასამართლო პროცესს უამრავი ადამიანი უყურებს და მისი გამოსვლის მოსმენა სირცხვილია.

 

„სააკაშვილი - გორის ჰოსპიტალთან რამდენიმე უპატრონო ძაღლი იყო. რამდენი ჩემგან დეპუტატი, ადვოკატი, ვიღაც გავიდოდა და განცხადებას აკეთებდა, ერთი ძაღლი იყო, ძალიან საყვარელი ცუგა, რომელიც ყოველთვის შედიოდა კადრში და როგორც კი ისინი განცხადებას იწყებდნენ, ის ყეფას იწყებდა. ეს იყო მისი ცხოვრებისეული ფუნქცია, რომ განცხადების გაკეთების საშუალება არ მიეცა. როცა ახალი წელი მომილოცეს და მე გადავძახე, იქაც იდგა და მახშობდა მე. ყველას სხვადასხვა ფუნქცია აქვს თავის ცხოვრებაში. პოლიტიკური განცხადებების ჩახშობის ფუნქციას ძაღლები რადიაციული გამოსხივების შემდეგ იძენენ? აბა, რა უნდა ვთქვა? ნამდვილად არ მომისმენია მისი სასამართლო პროცესისთვის. დიდი ქართველი პოეტის დაკრძალვაზე ვიყავი და რასაც ახლა ინტერნეტში ვხედავ, უბედურებაა. ჩვენს თავზე მოხვეული უბედურება. მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, რაც შეიძლება მცირე დოზით იყოს საჯარო სასამართლო პროცესი. სირცხვილია. უამრავი ხალხი როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხოელი ნებსით თუ უნებურად უყურებს და სირცხვილია. სირცხვილია, რომ ეს კაცი პრეზიდენტი იყო, რომ მომხრეები ჰყავს და მეორე პოლიტიკურ ძალად ითვლებიან. სირცხვილია“, - წერს ექსპერტი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner