logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე სააკაშვილზე: რამდენი ვინმე და რამე შეეწირა ამ გაუწონასწორებელი სუბიექტის მოქმედებებს
- +

13 იანვარი. 2022. 17:56

 

 

„სააკაშვილი, რომელსაც ალბათ უხაროდა, რომ ბევრი მედია აშუქებდა მის მორიგ შლეგობას სასამართლოს სხდომაზე, ვერ ხვდებოდა მთავარს. იმ საათებში, რაც ის სასამართლოზე იდგა, სულაც არ ჰგავდა დავრდომილს, და ბოდავდა სრულ სისულელეს, რომ თურმე მასზე და მხოლოდ მასზე გადის საქართველოს ყოფნა-არყოფნა, რამდენი მხარდამჭერი დაკარგა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას 13 იანვრის სასამართლო სხდომაზე.

 

„რა თქმა უნდა, სექტანტებს აზრს ვერ შეუცვლი, მაგრამ საღ აზრზე მყოფნი, მათ შორის, ე.წ. „შუაშისტები,“ კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდნენ, რომ სააკაშვილის სახით საქმე გვაქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთან (ისე, საინტერესო იქნებოდა მათი აზრი). ვეძებე ფსიქიატრიულ დაავადებებში და რაც მოვიძიე, მიშას აშკარად აქვს „ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის“ ნიშნები - მათ შორის აკვიატებული აზრი მის გათავისუფლებაზე რევოლუციის გზით. სხვა „მარგალიტებზე“ არ შევჩერდები და თუ ვინმეს მასზე გავლენა შერჩა, უნდა აუკრძალონ სასამართლო დარბაზში გამოსვლები.

 

სხვათა შორის, სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამიას სხეულის ენა იყო საუკეთესო ინდიკატორი იმისა, თუ რა რეაქცია შეიძლება ჰქონოდათ სააკაშვილის ესკაპადებზე, მათ ვინც მას ემსახურება, მაგრამ არც საღი აზროვნების უნარი დაუკარგავს ბოლომდე. არადა რამდენი ვინმე და რამე შეეწირა ამ გაუწონასწორებელი სუბიექტის მოქმედებებს.

 

P.S. და კიდევ, სააკაშვილის დღევანდელმა გამოხდომად კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ გადაასხა ცივიც და მდუღარე წყალიც შეთანხმება/შერიგების იდეას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner