სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ლადო პაპავას ხვდებიან. ისინი უნივერსიტეეტის ბიუჯეტიდან სტუდენტური თვითმმართველობისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობასა და დახარჯული თანხების არამიზნობრიობას აპროტესტებენ. მათი მოთხოვნაა, თვითმმართველობისთვის გამოყოფილი თანხები სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლას მოხმარდეს.
სტუდენტების მოთხოვნებს შორისაა - გაუქმდეს თვითმართველობის ბიუროკრატიული სტრუქტურები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაასაჯაროოს თვითმმართველობის მიერ არამიზნობრივად დახარჯული თანხები.