აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ხულოსა და შუახევში მუნიციპალური სამსახურებისა და გზების დეპარტამენტის მონაწილეობით საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა.
მოსალოდნელ დიდთოვლობასთან დაკავშირებით მობილიზებულია ადამიანური რესურსი და საავტომობილო გზების ტექნიკა, შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მოქმედებს ცხელი ხაზი. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიმდინარე სამობილიზაციო სამუშაოები.
ამ ეტაპზე ცენტრალური, ასევე მუნიციპლიტეტში თემებთან და სოფლებთან მისასვლელი გზები გახსნილია.