logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი ჩამოვიდა იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია და რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო
- +

13 იანვარი. 2022. 18:50

 

 

„მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი. ჰქონდა ასეთი სარეზერვო ვერსია, რომ ის გაიტაცეს, თუკი აღმოაჩენდნენ იმ ტრაილერში. თუ ვინმე აღმოაჩენდა, ამისთვის არაადეკვატური ჩანაწერი გააკეთა,“ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, არაადეკვატურობა მთელ მის საქციელს გასდევს, რომელიც მანამდე თუ მერე ჩაიდინა.

 

„არაადეკვატური სწორი სიტყვაა, მაგრამ ფაქტია, ადამიანი ჩამოვიდა იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია და რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო. როცა ეს ვერ შეძლო, გადავიდა პოლიტიკურ განცხადებებზე და ძალიან გვაგონებს იმას, რასაც უკრაინაში ამბობდა, რომ შემოიტანს მილიარდობით ინვესტიციებს შემოიტანს და ა.შ. ფაქტია, რომ ადამიანი დამნაშავეა და ძალიან ძნელია პოლიტიკური სარჩულია მოუძებნო იმ დანაშაულს, რასაც ჰქვია საზღვრის უკანონო კვეთა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner