logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: არა, რა იყო ესა?!
- +

13 იანვარი. 2022. 19:49

 

ჟურნალისტი, გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„არა, რა იყო ესა?!

მეო, მეო, მეო, მეო, მეო... სუ მეო!

დროშა მოგეცითო!

სკამი მოგეცითო!

ჩუსტები მოგეცითო!

ბათუმი აგიშენეთო, სიღნაღიცო, ნატოს კარი გაგიღეთო, ლაზიკასაც აგიშენებდით, ცოტაც რო დამცლოდაო!

თქვენ ხო არაფერი გეშლებათ, აზრზე ხართ, ვინ დაიჭირეთ და ვის ასამართლებთო?!

ჰიმნი შეგიქმენით, რწმენა ჩაგინერგეთ, ადამიანებად გაქციეთ, ახლა აქეთ მედავებით ,,კასტუმებზეო"?!

არა, მაინც რა იყო ესა, ქალბატონო მოსამართლევ, არ დაიღალეთ?

თქვენს ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ჯერ წიხლქვეშ გავიგდებდი, მერე გავაძევებდი და თან დავაჯარიმებდი!

მე მინდა, გადაგარჩინოთ, ივანიშვილის კლანჭებიდან გამოგიხსნათ, თორემ თქვენი ტილიანი თანამდებობა რაში მჭირდებაო?

ტილიან საქართველოში სამშობლოს სიყვარულის გამო ჩამოვედი, თორემ უკრაინაში პრემიერ-მინისტრობას მთავაზობდნენ, ჯერ პარაშენკო მეხვეწებოდა, მერე ზელენსკიო.

მე რევანშისტი არა ვარ, ეროვნული თანხმობა მინდა და იცით, რას ნიშნავს ეროვნული თანხმობა? აი, მე რომ არ მომწონხარ და ვერ გიტან, მაგრამ არ მოგკლავო!

ამ გაზაფხულზე ეს საქმე უნდა მოვამთავროთ და ხელისუფლებაში  მოვიდეთო. შეიძლება ცოტა ადრეცო.

თან ჩაიცვი, მიხეილ, მარტში ქარები იცის, გაცივდები და არაადამიანურ წამებაში ჩაგვეთვლება!

ავოიეეეეე!!!

არა, მაინც რა იყო ესა?!“ - წერს ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner