logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: ნატოს კარი ღიაა და ღიად დარჩება
- +

13 იანვარი. 2022. 22:55

 

„რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად, ნატო ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია MSNBC-თან ინტერვიუში.

 

„ნატოს კარი ღიაა, თუ ქვეყნებს ალიანსში გაწევრიანება სურთ. ეს მათი სუვერენული უფლებაა. რა თქმა უნდა, თუ ისინი კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ნატოს კარი ღიაა - ეს ფუძემდებელი პრინციპია და რუსეთი ცდილობს უარი გვათქმევინოს ამ პრინციპზე. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო რუსეთს პირობას არ მისცემს, რომ უკრაინას ალიანსში არ მიიღებენ.

 

„ნატოს კარი ღიაა და ღიად დარჩება. წერტილი. ეს საკითხი მოლაპარაკებების საგანი არ არის“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

 

მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოების სისტემისთვის გამოწვევა არა ნატოსგან, არამედ რუსეთისგან მოდის.

 

„მე ძალიან ვიმედოვნებ, რომ რუსეთი დიპლომატიური დიალოგის გზას აირჩევს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თუმცა, ასევე მზად ვართ იმისთვის, თუ რუსეთი სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს. საუბარია ბაზისურ პრინციპებზე, რომელზეც მშვიდობა და უსაფრთხოებაა დამოკიდებული“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner