logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: რუსები ნატოს მხრიდან საფრთხეზე ჩივიან, თუმცა ნატო არ შეჭრილა უკრაინაში - რუსეთი შეიჭრა, ნატო არ შეჭრილა საქართველოში - რუსეთი შეიჭრა
- +

13 იანვარი. 2022. 22:59

 

„თუ ევროპის უსაფრთხოებისთვის გამოწვევა არსებობს, ეს არა ნატოსგან, არამედ რუსეთისგან მოდის“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია MSNBC-თან ინტერვიუში.

 

„რუსები ნატოს მხრიდან საფრთხეზე ჩივიან, თუმცა ნატო არ შეჭრილა უკრაინაში - რუსეთი შეიჭრა; ნატო არ შეჭრილა საქართველოში - რუსეთი შეიჭრა; ნატოს არ დაუტოვებია თავისი ძალები მოლდოვაში - რუსეთმა დატოვა. ასე რომ, თუ ევროპის უსაფრთხოებისთვის გამოწვევა არსებობს, ეს არა ნატოსგან, არამედ რუსეთისგან მოდის“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო რუსეთს პირობას არ მისცემს, რომ უკრაინას ალიანსში არ მიიღებენ.

 

„მე ძალიან ვიმედოვნებ, რომ რუსეთი დიპლომატიური დიალოგის გზას აირჩევს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თუმცა, ასევე მზად ვართ იმისთვის, თუ რუსეთი სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს. საუბარია ბაზისურ პრინციპებზე, რომელზეც მშვიდობა და უსაფრთხოებაა დამოკიდებული“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner