logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ რჩება თურქეთის პრიორიტეტად
- +

13 იანვარი. 2022. 23:20

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირი უსამართლობის გამო გააკრიტიკა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ რჩება თურქეთის პრიორიტეტად და ევროკავშირს მოუწოდა, უფრო გაბედული პოზიცია დაიკავოს ორმხრივი კავშირების გაუმჯობესების ძალისხმევასთან დაკავშირებით.

 

„თურქეთი, რომელიც გეოგრაფიულად და ისტორიულად ევროპის ნაწილია, მზად არის, მისი წევრი გახდეს. ევროკავშირში გაწევრიანება ანკარას პრიორიტეტია, მიუხედავად ყველა უსამართლობისა“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი სტრატეგიული სიბრმავისგან გათავისუფლდება და უფრო გაბედულად იმოქმედებს ანკარასთან ურთიერთობების განვითარების კუთხით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner