logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: ტესტებს „ომიკრონის“ გამოვლენა უჭირს
- +

14 იანვარი. 2022. 00:44

 

„მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ არცერთი ტესტი მსოფლიოში 100%-იანი არ არის. მაგრამ „ომიკრონის“ მიმართ კიდევ უფრო ნაკლებმგრძნობიარეა არსებული ტესტები, ვიდრე „დელტა“ შტამის მიმართ, განსაკუთრებით სწრაფი ტესტები და განსაკუთრებით პირველ დღეს, როცა ვირუსის კონცენტრაცია ორგანიზმში მაღალი არ არის“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

„შესაძლებელია, რომ ტესტმა განსაკუთრებით სწრაფმა ტესტმა, ვირუსი ვერ დააფიქსიროს. PCR-ის შემთხვევაში ამის ალბათობა გაცილებით ნაკლებია. ამიტომ პაციენტებს ურჩევენ, რომ ტესტირება სიმპტომების გამოჩენიდან მეორე დღეს მოახდინონ და არა პირველივე დღეს. თუმცა, არის პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც ტესტი დადებითს ვერც მეორე და მესამე დღეს უჩვენებს, მაგრამ კოვიდის ჩვენებები არის. ამიტომ ასეთ პაციენტებს ვურჩევთ, რომ მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდიანები და ექიმებსაც მივმართავ, რომ მოექცნენ მათ ისე, როგორც კოვიდიანებს. ამით არაფერს დაკარგავს არც პაციენტი, არც ექიმი, თუ მას არ ექნება კოვიდი და მოვექცევით როგორც კოვიდიანს. ისინი უნდა დარჩნენ სახლში, იყვნენ იზოლაციაში თუ სიმპტომები აქვთ 8 დღე და შემდეგ კიდევ 5 დღე ატარონ პირბადე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner