logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: მთელი „მიშისტანი“ მოღლატე, მოღალატეს ძახილით ჩამქოლავდით...
- +

3 აგვისტო. 2016. 13:53


„მე რომ მეთქვა იგივე რაც კრეტინმა ტრამპმა განაცხადა ყირიმზე მთელი „მიშისტანი" შეთანხმდებოდით რომ ვარ მოღალატე",-ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია  დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით.

 

 

„მე რომ მეთქვა იგივე რაც კრეტინმა ტრამპმა განაცხადა ყირიმზე მთელი მიშისტანი შეთანხმდებოდით რომ ვარ მოღალატე, დღეს ყველას მაგაზე გექნებოდათ პოსტი დამხვდებოდით ქუჩაში და მოღლატე, მოღალატეს ძახილით ჩამქოლავდით....

რა გასუსულები ხართ? ვერ იმჩნევთ? თუ მარტო 80 წელს მიტანებულ გურანდა გაბუნიას განცხადებების გმობაში ხართ მაგრები?! მიდით ხმა ამოიღეთ თქვე ქვეშაფსიებო! სად 80 წლის ქალის ნათქვამი და სად აგერ გაქანებული "ბეზპიწიმინუტნი" მეგა სახელმწიფოს პრეზიდენტის ესეთი ნაძირლური გამოსვლა და პრაქტიკულად განწირული უკრაინის საბოლოოდ მიწასთან გასწორება! ავატარად რომ გაქვთ უკრაინის სურათები და ვითომ მეომრები რომ ხართ რუსეთთან, ამ კლოუნის სისულელეებზე ნიჩურტა გაქვთ? თუ გეშინიათ ვაიდა არ მოიგოს... იმ ნამაღლარსაც რომ კითხონ ორი სიტყვა ჟურნალისტებმა არ იქნება ურიგო.... არც ჩვენ ნაც პოლიტიკოსებს არ უნდა გავატარებინოთ ესე იოლად, იმედი მაქვს ჟურნალისტები თხოვენ კომენტარებს და შეფასებებს....

მე გული მიკვდება დაქუცმაცებულ უკრაინაზე რომელსაც ალბათ მინიმუმ 50 წელი ვეღარ გააერთიანებენ",- წერს ცაგურია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner