პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებულს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2010-2012 წლებში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო.
მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2010-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი და ამავე დაწესებულების სხვა თანამშრომლები ჯგუფურად, დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდნენ.