logo_geo
eng_logo
2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა
- +

14 იანვარი. 2022. 10:56

 

 

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებულს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2010-2012 წლებში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო.

 

მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2010-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი და ამავე დაწესებულების სხვა თანამშრომლები ჯგუფურად, დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner