logo_geo
eng_logo
სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა სამშვიდობო ძალებმა ალმათი დატოვეს
- +

14 იანვარი. 2022. 10:57

 

 

„სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა მშვიდობისმყოფელებმა ალმათი დატოვეს“. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

როგორც იუწყებიან, სამხედროები დაუბრუნდნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებს.

 

ტაჯიკმა და სომეხმა სამშვიდობო ძალებმა ყაზახეთი რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებით დატოვეს, ხოლო ყირგიზი ჯარისკაცები სამშობლოში სახმელეთო საზღვრის გავლით დაბრუნდნენ.

 

​შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო კონტიგენტი ყაზახეთში 6 იანვარს ქვეყნის პრეზიდენტის მოთხოვნით გაგზავნეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებს შეტაკებები და მსხვერპლი მოჰყვა.

 

როგორც ცნობილია, უცხო ქვეყნის სამშვიდობოების ყაზახეთიდან გაყვანა 19 იანვარს უნდა დასრულდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner