საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.
„დღეს აღვნიშნავთ სახელმწიფო დროშის დღეს, რომელიც დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა. იგი ჩვენი სამშობლოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს და განსაკუთრებული სიამაყით გვავსებს.
გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს!“ - წერს კუჭავა სოციალურ ქსელში.