„ორბელიანების სასახლის ეზოში, დროშის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი აღიმართა“, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და მრჩევლებმა, სახელმწიფო ჰიმნი კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა შეასრულა.
ორბელიანის სასახლეზე გადმოიფინა სახელმწიფო დროშები.