logo_geo
eng_logo
აშშ-ის საელჩო: ახალაღმოჩენილი მონეტის წყალობით, საქართველოს სახელმწიფო დროშა დავით აღმაშენებელს დაუკავშირდა, რაც ადასტურებს, რომ საქართველო მრავალი საუკუნეა, ევროპული ოჯახის ნაწილია
- +

14 იანვარი. 2022. 13:40

 

 

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

 

როგორც აშშ-ის საელჩოს მილოცვაშია ნათქვამი, 2021 წელი საქართველოს დროშის ისტორიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ახლად აღმოჩენილი სპილენძის მონეტის წყალობით მისი დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.) მოხდა.

 

„გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს! 2021 წელი თქვენი თვალისმომჭრელი დროშის ისტორიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ახლად აღმოჩენილი სპილენძის მონეტის წყალობით მისი დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.) მოხდა. ეს სიმბოლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მრავალი საუკუნეა, რაც ერთი მთლიანი ევროპული ოჯახის ნაწილია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner